მთავრობა შემოდგომაზე ახალი საინვესტიციო კანონმდებლობის ინიცირებას გეგმავს

მთავრობა შემოდგომაზე ახალი საინვესტიციო კანონმდებლობის ინიცირებას გეგმავს

საქართველოს მთავრობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ახალი საინვესტიციო კანონმდებლობის ინიცირებას გეგმავს, მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაა, – ამის შესახებ საუბარია სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ აღმასრულებელი ხელისუფლების მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

როგორც დოკუმენტში წერია, ახალ კანონმდებლობაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარე წლის მარტიდან მიმდინარეობს.

„საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, 2023 წლის მარტიდან, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა „საქართველოში ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე, რომლის დებულებებიც თანხვედრაში იქნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და წაახალისებს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში.

ახალი კანონით გადაიხედება არსებული საინვესტიციო პოლიტიკა, გაიზრდება ინვესტორთა უფლებების დაცვის არეალი და შეთავაზებული იქნება საერთაშორისო საინვესტიციო სამართლით გათვალისწინებული გარანტიები. რეფორმის ფარგლებში, მზადდება რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი (RIA), რომლითაც სიღრმისეულად გაანალიზდება ახალი რეგულაციის შესაძლო გავლენა ბიზნესსექტორზე.

კანონპროექტზე მუშაობის პროცესი მიმდინარეობს კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობით, ხოლო მისი საქართველოს პარლამენტისათვის განსახილველად წარდგენა
იგეგმება 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე“, – წერია მთავრობის ანგარიშში. ახალი საინვესტიციო კანონის შექმნაში ჩართულია ინვესტორთა საბჭო, რომელთა წლევანდელ და შემდეგი წლის სამოქმედო გეგმაშიც აისახა ეს საკითხი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ინვესტორებისთვის ზოგადი სამართლებრივი ბაზის ჩამოსაყალიბებლად არსებობს ორი ე.წ. ჩარჩო საინვესტიციო კანონი.

ესენია „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი – მიღებული 2006 წელს და კიდევ უფრო ძველი – 1996 წელს დამტკიცებული „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ კანონი. „ორივე კანონმდებლობის ამჟამინდელი ვერსია მოძველებულია და პოტენციურ ინვესტორებს სრულ ინფორმაციას არ აწვდის“, – ასეთია ინვესტორთა საბჭოს შეფასება.

მსგავსი სიახლეები

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი…

2024 წლის 16 სექტემბრიდან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ,…
8 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 66%-ით გაიზარდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

8 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 66%-ით გაიზარდა –…

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება – აღნიშნული ინფორმაციას ღვინის…
ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა

ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი დღეს რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალის ღირებულებამ 2,570 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ოქრო…